ტერმინი „გლობალური დათბობა“, ხშირ შემთხვევაში გამოიყენება კლიმატის ცვლილებასთან ერთად და ხანდახან ერთი და იგივე მნიშვნელობითაც, თუმცა ეს ასე არ არის. კლიმატის ცვლილება, გლობალური დათბობის შედეგია,რომლის დროსაც დედამიწის ზედაპირზე და მის ატმოსფეროში იზრდება საშუალო წლიური ტემპერატურა, დედამიწის კლიმატური ისტორია მეტად მრავალფეროვანია და მოიცავს ასობით მილიონ წელს. ამას ადასტურებს პალეოკლიმატოლოგიის მონაცემებიც(მეცნიერება, რომელიც შეისწავლის იმას, თუ როგორი კლიმატი იყო ძველად დედამიწაზე).უნდა აღინიშნოს, რომ კლიმატის ცვლილება ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად განხილვადი თემაა და კაცობრიობის წინაშე მდგარ ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედაა მიჩნეული. არსებობს მტკიცებულებები, რომ დედამიწის არსებობის მანძილზე გლობალური კლიმატი ბევრჯერ მკვეთრად შეიცვალა, მაგრამ ამჟამინდელი კლიმატის ცვლილება განსაკუთრებულია, რადგან, წინამორბედებისგან განსხვავებით, იგი გამოწვეულია ადამიანის ინტენსიური საწარმოო საქმიანობით. „გლობალური დათბობა“ ხშირად გამხდარა გარემოს დაცვითი სხვადასხვა მოძრაობის მოტივატორი. მაგრამ, ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ აღიარებენ გარემოს დაცვის დიდ მნიშვნელობას, ზოგიერთი თვლის, რომ გარემოს დაცვით არ მოგვარდება პრობლემა და ძალიან ცოტა ადამიანი სვამს კითხვას: შეუძლია, თუ არა ადამიანს გარკვეული ღონისძიებების გატარებით შეაფერხოს კლიმატის ცვლილება და რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული ღონისძიებები? ქვემოთ წარმოდგენილია ადამიანის მიერ შეტანილი წვლილი კლიმატის ცვლილებაში: ურბანიზაცია და ბუნებრივად წარმოქმნილი გავრცელების ადგილების მოსპობა . ქალაქის განაშენიანებისათვის ელექტროობა ან ენერგიის სხვა წყაროები, რაც წარმოებულია საწვავის, ნახშირის ან ბუნებრივი გაზის წვით. გაუმართავი და არაეფექტურად გამოყენებული ავტომობილები . საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ცუდი დაგეგმარება და გარეუბნების ფართობის ზრდა, ქალაქებში ფეხით ან ველოსიპედით გართულებული ან საერთოდ შეუძლებელი გადაადგილება. ქარხნები და სამრეწველო მეურნეობა, მათი დამაბინძურებელი ნარჩენები ცუდ გავლენას ახდენს გარემოზე, ქიმიური პესტიციდების, ჰერბიციდების და სხვა შხამქიმიკატების გამოყენება. ჩვენი უაღრესად თავისუფალი ცხოვრების სტილი. ცუდად დამუშავებული და ხანმოკლე დროით ვარგისი საქონელი. დაუზოგავი პიროვნული და კულტურული ჩვევები. არაჯანსაღი დამოკიდებულება ქიმიურ ნივთიერებებთან, რომლებიც გამოიყენება, პლასტმასის წარმოებაში. არაფრის მომცემი მეურნეობის, ქაღალდისაგან დამზადებული საქონლის წარმოების ან სხვა არასაჭირო „საგნების“ დამზადებისათვის ტყეების გაჩეხვა ჩვენი პლანეტის ტემპერატურა ნელ ნელა მიიწევს ზემოთ. აგრეთვე, მიმდინარეობს სათბურის გაზების ზრდა. ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ან შევცვალოთ აღნიშნული პროცესი, ჩვენი ცხოვრების წესად ვაქციოთ გარემოს დაცვა, არა იმიტომ, რომ გვეშინია და თუ ასე არ ვიცხოვრებთ შეიძლება რაღაც ცუდი მოხდეს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა ეს არის სწორი არჩევანი! ერთად შევინარჩუნოთ ჯანსაღი გარემო! გიმნაზიის ეკო- ჟურნალისტები: ელენე კვერნაძე ნინო გოდერიძე#გიმნაზიისეკოკომიტეტი#ეკოთაობა#ეკოჟურნალისტთაჯგუფი@Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT

Share Button