👀👀 საინტერესო და ემოციებით დატვირთული გამოვიდა გიორგი კოკოჩაშვილის სახელობის ზოოლოგიის მუზეუმის სტუმრობა. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

🦋🦊 VIა და VIბ კლასის მოსწავლეებმა იხილეს უნიკალური მარჯნის პოლიპები, პეპლები, ხოჭოები, მოლუსკები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები, ძუძუმწოვრები.

🐐🐝 გაოცებას იწვევს ის ანომალური ცხოველები, რომლებიც მუზეუმშია დაცული. ეს არის ორთავიანი ცხვარი, რომელიც 1947 წელს დუშეთში დაიბადა და თვალსაჩინოების მიზნით მისგან ფიტული გააკეთეს. ხოლო მინის ქილაში, მოთავსებული გენეტიკური დარღვევის შედეგად ერთმანეთზე შეზრდილი ცხვრები და ოთხფეხა წიწილა.

Share Button