დასრულდა ეკო კომიტეტის მიერ დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან.

🟣შეხვედრებს წარმართავდნენ ეკო კომიტეტის წევრები და მეათე კლასის მოსწავლეები. (ფასილიტატორი მასწავლებლები: ნინო დგებუაძე, ფიქრია ცერცვაძე, ქრისტინა ქუთათელაძე).

🟢დღეს ბოლო შეხვედრა გაიმართა მეხუთე კლასში,

🟡პრეზენტატორები : ანა ჭელიძე, ნინო გოდერიძე, თაკო დანგაძე და ელენე კვერნაძე

🔵 მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია “კლიმატის ცვლილებების” შესახებ, ნახეს საინტერესო ვიდეოები, ფოტოკოლაჟები, ითამაშეს და გაერთნენ სხვადასხვა აქტივობებით, რომლებიც მათი ასაკისდამიხედვით იყო შერჩეული, გამართეს მსჯელობა კლიმატის ცვლილების მიზეზების, შედეგების და ამ პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ.

🌳მიიღეს გადაწყვეტილებები და დადეს პირობა, რომ აუცილებლად იზრუნებენ თავიანთ მწვანე მეგობრებზე და გაუფრთხილდებიან მათ.

#გიმნაზიისეკოკომიტეტი

#ეკოთაობა

Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT

Share Button