📺📻 მედიაწიგნიერება არის პასუხი ციფრული საუკუნის გამოწვევებზე. მედიაწიგნიერება გულისხმობს ინფორმაციაზე კონტროლის დამყარებას. რაც უფრო მაღალია ადამიანის მედიაწიგნიერების ხარისხი, მით უფრო დიდია რეალურ სამყაროსა და მედიის მიერ შექმნილ სამყაროს შორის არსებული საზღვრის დანახვის უნარი. როდესაც ადამიანიმედიაწიგნიერია, ეს მას ეხმარება, სწორად გაიკვალოს გზა ინფორმაციის სამყაროში. 🎙💻

📣📣 სწორედ, რომ ცნობიერების ამაღლების მიზნით დღეს, 24 აპრილს წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში დაიწყო მედიაწიგნიერების კვირეული, რომელსაც XI კლასის მოსწავლეები: ნატა კირთაძე და ქეთი სანიკიძე უძღვებიან. (ფასილიტატორი: ქრისტინა ქუთათელაძე )

🗨🗯 დღეს ეს საინფორმაციო შეხვედრა გიმნაზიის V და VIა კლასებში ჩატარდა. შეხვედრამ ძალიან მხიარულად და საინტერესოდ ჩაიარა, მრავალფეროვანმა და სახალისო აქტივობებმა კიდევ უფრო გაამძაფრა ინფორმაციის გათვიცნობიერება თითოეულ მოსწავლეში, თეორიულად მოსმენილი პრაქტიკულად განამტკიცეს და ზღვა ინფორმაცია მიიღეს მათთვის გასაგებ ენაზე.

#მედიაწიგნიერებასკოლაში

Share Button