18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. 1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით, 18 მაისს მთელს მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 150 ქვეყნის მუზეუმებში ამ დღეს ღია კარის დღეები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვა ღონისძიებები ეწყობა.წელს ეს დღე სასულიერო გიმნაზიის 10-11 კლასის მოსწავლეებმა და მათმა ისტორიის მასწავლებელმა ბადრი პაპავამ აღნიშნეს და მოინახულეს გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ოტია იოსელიანის სახელობის სახლ- მუზეუმი მოინახულეს. კიდევ ერთხელ დაათვალიერეს და მოისმინეს საინტერესო ისტორიები.დღე ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო გამოვიდა. ბავშვები ემოციებით აღსავსენი დაბრუნდნენ შინ.

Share Button