2022 წლის 13 იანვარს სწავლა-სწავლების პროცესის განახლდებამდე მისი მაღალყოვლადუსამღვდელოების მეუფე იოანეს ლოცვა-კურთხევით შედგა წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა, შეჯამდა 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგები და დაისახა მომავლის ამოცანები.

განხილულ იქნა კათედრების მიხედვით მიღწევები,სიძნელეები და გამოსასწორებელი საკითხები! ახალი წელი და მომავლის იმედი გვაძლევს რწმენას და ძალას, რათა უფრო მეტი შემართებით, თავდადებით, გულწრფელობითა და სიყვარულით ვემსახუროთ ჩვენი საქართველოს ხვალინდელ დღეს-ჩვენს მოსწავლე-ახალგაზრდობას!

ბედნიერი დასაწყისი ინებოს უფალმა მთელი საგანმანათლებლო სივრცისთვის!

Share Button