სასულიერო გიმნაზიის რექტორი

 ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტი 1970 წელს.

1983 წლიდან სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სტიქაროსნად დაადგინეს; დაამთავრა მცხეთის სასულიერო სემინარია 1988 წელს; 1987 წელს დიაკვნად აკურთხეს; 1988 წელს მღვდლად აკურთხეს და ანჩისხატის მაცხოვრის სახელობის ტაძრის წინამძღვარად დაინიშნა; 1989 წლის 8 თებერვალს სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს და პროტოპრესვიტერის წოდება მიენიჭა; 1989-1993წწ. თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორია; 1993 წლიდან საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის ხელმძღვანელი; 2005 წლიდან სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პრორექტორი; 2008 წლის 11 სექტემბერს ბერად აღიკვეცა; ამავე წლის 14 სექტემბერს ეპისკოპოსად აკურთხეს; 2010 წლიდან რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსია; 2011 წლიდან რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი; 2013 წლიდან რუსთველი მიტროპოლიტი, კათედრა და რეზიდენცია რუსთავში.

ქუთაისისა და გაენათის ეპარქიის მეთაურის, მიტროპოლიტ კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ, მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), 2019 წლის 22 ივნისიდან დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებით მმართველად, ხოლო წმინდა სინოდის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ამავე ეპარქიის მმართველად.

Share Button