ხელოვნება ადამიანის აქტივობების ფართო ცნებაა, რომელიც გულისხმობს ვიზუალურ, აუდიო ან გამომხატველობითი ნამუშევრების შექმნას. ავტორის წარმოსახვის ან ტექნიკური ნიჭის გადმოცემას. არქიტექტურა მიჩნეულია ვიზუალური ხელოვნების ერთ- ერთ ფორმად, რომელიც ობიექტების შექმნას გულისხმობს. IVა კლასის მოსწავლეებმა( პედაგოგი: იამზე ჩოგოვაძე) სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში “ქანდაკება და არქიტექტურა ” შესწავლის შემდეგ პლასტილინის, მუყაოს, ფერადი ქაღალდების და სხვა მასალის გამოყენებით შექმნეს საცხოვრებელი კომპლექსების მაკეტები, პარკისა და გასართობი ატრაქციონის პროექტები.პრეზენტაციის დროს მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს თემაზე ” გამწვანების და დასასვენებელი ადგილების მნიშვნელობა ქალაქის ცხოვრებაში. “

Share Button