მიმდინარე წლის 4 მაისს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში ჩატარდა ქიმიის საღამო

თემაზე; ” ქვეყნიერების მეუფე წყალი”.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-9 ბ კლასის მოსწავლეები, (კლასის დამრიგებელი და ქიმიის მასწავლებელი თ.ჯიქია) მოსწავლეებმა გვამოგზაურეს ქიმიის სამყაროში, საინტერესოდ მიმოიხილეს წყლის შედგენილობა, თვისებები, გამოყენება, თეატრალურად წარმოადგინეს ადრინდელი შეხედულებები წყალზე, ნაწილი მოსწავლეებისა კი მეცნიერულად ხსნიდა წყლის ანომალიებს, საღამოს დასასრულს თავის თანატოლებს მოუწოდეს, რომ იმეგობრონ ქიმიასთან რადგან ის ჯადოსნური ხეა, მძლავრი ლამაზი, მარად ცოცხალი, რომელიც თავის უხვ ტოტებზე იძლევა საინტერესო ნაყოფს ურომლისოდ წარმოუდგენელია კაცობრიობის ნათელი მომავალი.

ღონისძიებას ესწრებოდა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, გიმნაზიის რექტორი ,მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესება მეუფე იოანე, გიმნაზიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეები, მათ ძალიან მოიწონეს ღონისძიება, ჩაერთვნენ სახალისო აქტივობებში და უამრავი პოზიტიური და დადებითი ენერგია გადასცეს ერთმანეთს.ბოლოს გიმნაზიის რექტორმა შეაჯამა ღონისძიება ,მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და მასწავლებელს!

Share Button