2021 წლის 22 ნოემბერს წყალტუბოს სასულიერო გიმნზის მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს გიორგობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება “დიდებული ქართველები” გრიგოლ ხანძთელისა და აშოტ კურაპალატის ცხოვრება და მოღვაწეობა. (პედაგოგი : ნაზი თედორაძე, კლასის დამრიგებელი: მ. გურეშიძე)

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა გიმნაზიასთან არსებულმა ფოლკლორულმა წრემ-“ივერონი” (წრის ხელმძღვანელი ნოშრევან ანთია).

დასასრულს ბავშვები, მშობლები და პედაგოგები დალოცა გიმნაზიის რექტორმა,ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა.

Share Button