დღეს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის I-ბ კლასში (კლასის დამრიგებელი: ნ. მელქაძე) ჩატარდა ღონისძიება ,,შემოდგომა ჟამი ხიბლისა“. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს წარმოეჩინათ წელიწადის ერთ-ერთი ულამაზესი დრო – შემოდგომა.

საკლასო ოთახი შემოდგომის ფერებითა და მოსწავლეთა ნამუშევრებით იყო მორთული. საზეიმოდ განწყობილმა პატარებმა დიდი ხალისითა და მონდომებით წაიკითხეს ლექსები და აღნიშნეს, რომ შემოდგომა ბარაქითა და უხვი მოსავლით გამორჩეული სეზონია, უმშვენიერესი თავისი ფერებითა და ბუნებით, სარგებლიანობით კი განსაკუთრებული.

საინტერესო და მხიარულ ღონისძებას ესწრებოდა გიმნაზიის პრორექტორი ქალბატონი მაია ონიანი, რომელიც ძალიან მოიხიბლა პატარების შემოქმედებით, შეაქო ისინი მადლობა გადაუხადა პატარებს და კლასის დამრიგებელს და მომავალშიც ბევრი წარმატება უსურვა მათ.

Share Button