წლების გასვლასა და თაობების ცვლასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ახალმა თაობამ იცოდეს აფხაზეთის შესახებ, როგორც მისი ისტორიული წარსული, კულტურა, ტრადიცია, ეთნოგრაფია, ასევე შეძლებისდაგვარად – თანამედროვე ყოფა. წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია დიდი მოტივაციით ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სასკოლო კვირეულშ, სახელწოდებით „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“.

სასკოლო კვირეულის მიზანია აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ბუნებრივი გარემოს, ტრადიციებისა და თანამედროვეობის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება.

დღეს პირველი აქტივობა, საინტერესო და ლამაზი პრეზენტაციებით წარმოადგინეს VIII კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი: ლიანა ზარქუა)აღწერეს აფხაზეთის თითოეული ქალაქი თუ სოფელი, გაგვახსენეს და გვამოგზაურეს საქართველოს ულამაზეს კუთხეში. პრეზენტაციას ესწრებოდა სასკოლო კომისიის წარმომადგენელი ბადრი პაპავა. მას ძალიან მოეწონა ბავშვების ნამუშევრები და წარმატებები უსურვა მათ.

#საქართველოსგანათლებისდამეცნიერებისსამინისტრო

#საქართველოსსაპატრიარქო

#აფხაზეთისავტონომიურირესპუბლიკისგანათლებისადაკულტურისსამინისტრო

#სასკოლოკვირეული

#ჩემითვალითდანახულიაფხაზეთი

Share Button