ა(ა)იპ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მეორე კლასის ( დამრიგებელი: ფიქრია კვაბზირიძე) მოსწავლეებმა წარმოადგინეს თოჯინების თეატრის სპექტაკლი “წიქარა”.

სასწავლო წლის საინტერესო და ორიგინალური დასრულება შემოგვთავაზეს პატარა ხელოვანებმა თავისი ხელით შექმნილი თოჯინებით, დეკორაციებით, ლამაზად შესრულებული მუსიკალური ნომრებითა და ოსტატურად განსახიერებული პერსონაჟებით.

სპექტაკლს ესწრებოდა გიმნაზიის რექტორატის წარმომადგენლები: პრორექტორი სასულიერო საგნების სწავლების დარგში დეკანოზი ზურაბ ( სუბელიანი) და კომუნიკაციის მენეჯერი ნაზი თედორაძე.

მათ მოიწონეს და დადებითად შეაფასეს მასწავლებლისა და ბავშვების ნამუშევარი და წარმატებები უსურვეს მათ.

Share Button