💧💧წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

🌲💦 ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდებმა სოფელ დიმში წყლის ჩამომსხმელი ქარხანა დაათვალიერეს. კურორტ საირმეს ეწვივნენ, სადაც მათ სპა ცენტრი, საკურორტო პოლიკლინიკა მოინახულეს და საირმეს წყალი დააგემოვნეს.

🔵წყლის რესურსების დაცვის დღეს მიეძღვნა კონფერენცია სადაც წყალტუბოს და ბაღდათის მუნიციპალიტეტების კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა თავიანთი მუნიციპალიტეტების კურორტები საირმე და წყალტუბო პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.

🔵 კონფერენციაში ასევე მონაწილეობას იღებდა, წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე, ელენე კვერნაძე.გვინდა წინსვლა და წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ელენეს სამომავლოდ, თავისი მიზენებისა და ოცნებების ასრულებაში.

Share Button