ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვის თვალსაწიერის გაფართოვება და მათთვის წიგნების შეყვარება.
სწორედ ამ მიზნით დაარსდა საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე (International Children’s Book Day) .
ეს დღე 1967 წლიდან აღინიშნება და ემთხვევა ცნობილი დანიელი საბავშვო მწერლის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციის მიზნით, განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, სხვა სკოლების მსგავსად სწავლება ჩვენთვისაც, წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებისთვისაც, დისტანციურად მიმდინარეობს. შინ დარჩენილს, მოწყენილს, გართობას მონატრებულს საუკეთესო მეგობარზე მეტად ვინ გაგახალისებს? ალბათ, ვერავინ. ადამიანის საუკეთესო მეგობარი კი წიგნია.
წიგნის როლი და მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში და ზოგადად პიროვნების განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს. ჩვენ ძალიან გვინდა, ეს დღე, კიდევ უფრო პოპულარული გახდეს ჩვენს თანატოლებში, თითოეული მკითხველისთვის კარგად იყოს ცნობილი
რადგანაც ყველანი ვემორჩილებით საყოველთაო მოწოდებას „#დარჩისახლში“, გადავწყვიტეთ, რომ შინიდან განვახორციელოთ საინტერესო ღონისძიებები.
ამ პირობებში კომპიუტერთან ერთად წიგნის კითხვაც შეგვიწყობს ხელს, სწორად გავანაწილოთ და საინტერესოდ გავატაროთ დრო შინ ყოფნისას. გვჯერა, წიგნი ყველაზე კარგ მეგობრობას გაგვიწევს, რომელიც დაგვეხმარება გაზრდაში, დახვეწაში, საკუთარი თავის შეცნობაში..
და ბოლოს, წიგნი გაგვაცნობს ჭეშმარიტ სამყაროს, ღმერთს, ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზებს, ბილიკებს და ჩვენც ღმერთის წყალობით ამაყად, ღირსეულად ვივლით ამ გზებსა და ბილიკებზე კიდევ დიდხანს!
ისეთივე ზღაპრულ, საინტერესო და მრავალფეროვან სიცოცხლეს გისურვებთ, როგორიც ეს ჩვენს საყვარელ საბავშვო წიგნებშია აღწერილი!
საბავშვო წიგნის საეთაშორისო დღეს გილოცავთ!!