“ამბავი როსტევან არაბთა მეფისა”

მიმდინარე წლის 13 თებერვალს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის V-კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ძალიან საინტერესო და შინაარსიანი გაკვეთილი ჩატარდა (საგნის მასწავლებელი მაია გურეშიძე) თემაზე:”ამბავი როსტევან არაბთა მეფისა”(შოთა რუსთაველის”ვეფხისტყაოსნის”მიხედვით).
მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს მეფე როსტევანისა და თინათინის პორტრეტი, ყურადღება გაამახვილეს მათ პიროვნულ თვისებებზე, ასევე ახსნეს ტროპული მეტყველების სახეები. ერთ-ერთი აქტივობა ითვალისწინებდა ესეს დაწერას:”რასაცა გასცემ შენია,რაც არა დაკარგულია”, ამასაც ასევე წარმატებით გაართვეს თავი ბავშვებმა.
წარმატებები გვინდა ვუსურვოთ მაია მასწავლებელს და მის ყოჩაღ მოსწავლეებს!

Share Button

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *