მირქმის დღესასწაული

მართლმადიდებელი ეკლესია, 15 თებერვალს, მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. ის უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიჰყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ, ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს, ან მტრედის ხუნდს. სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. ებრაულიდან ბერძნულად წმინდა წერილის თარგმნის დროს მას სურდა “ქალწულმა მუცლად იღო” სიტყვა ქალით შეეცვალა. ანგელოზმა მას შესწორება აუკრძალა და უთხრა, რომ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს იხილავდა.
ღმერთმა მრავალს დაგასწროთ, გაგაძლიეროთ და მაცხოვრისადმი ყოველდღიური მოლოდინით გვამყოფოს, ხოლო მასთან მოლოდინის სიხარული არასდროს გამქრალიყოს ჩვენ გულებში!

Share Button

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *