კავშირი ბუნებასთან, სამყაროს შეცნობა

„არ შეიძლება კაცთა ცხოვრებაში ისეთი რამ მოვლენა დავასახელოთ, რომ მისი მსგავსი თვით ბუნებაშიც არ მოიპოვებოდეს… მხოლოდ აღმოჩენა უნდა“, _ აღნიშნავს ვაჟა–ფშაველა ერთ–ერთ წერილსა და მოთხრობაში „ხმელი წიფელი“ ამ აღმოჩენის შედეგს გვთავაზობს.
27 თებერვალს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მე–7 ა კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე: კავშირი ბუნებასთან, სამყაროს შეცნობა (მასწავლებელი- ნათია ღოღელიანი).
მოსწავლეები მწერლის განცდების ამოცნობას შემოქმედებითი უნარების გამოყენებით შეეცადნენ. „საბრალო წიფელი“ ნაჯაფარი, ნაამაგარი ადამიანის სახედ დასახეს, ახალგაზრდა ხეები გულგრილ, უმადურ საზოგადოებად, ხოლო ადამიანები, მათი აზრით, ხსოვნაში შენახული სიკეთის უკვდავებას ადასტურებენ.
მომდევნო აქტივობა ხმელი წიფლის უფლების დამცველი ნახატის/პოსტერების შექმნას ითვალისწინებდა. ასევე, მოამზადეს განსჯითი ხასიათის მოკლე ტექსტი თემაზე: „ვაჰ,რა ძნელია კვდებოდეს იკარგებოდეს სახელი“.
ფანტაზიის უნარის გამოყენებით მოსწავლეებმა ბუნების ხმები გააჟღერეს და აამეტყველეს გვირილა, რომელიც ვარდთა შორის მოევლინა ქვეყანას და მუხა, რომელიც ბევრის მნახველია.
მოსწავლეებმა გულმოდგინედ იმუშავეს და გამოავლინეს საკითხის ღრმად ცოდნა და ანალიზის უნარი.

 

 

 

Share Button

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *