დარჩი სახლში

„ახალმა კორონავირუსმა ე.წ. (COVID-19) მსოფლიო სულ სხვა რეალობაში აღმოაჩინა. ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ეპიდსიტუაციის სწორი მართვისთვის მთავრობის მითითებითა და გადაწყვეტილებით სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ.

წყალტუბოს სასულიერი გიმნაზიის მოსწავლე-ახალგაზრდობა (III -IV – V -VI -VII კლასები) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დისტანციური გაკვეთილებზე (მასწავლებელი ქ,ქუთათელაძე) აქტიურად ჩაებნენ კამპანიაში – „დარჩი სახლში“. მათ შექმნეს სხვადასხვა სახის ნახატები, რომელთა საშუალებითაც აღწერეს თავისი შეხედულებები დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას – „ჩვენ ვრჩებით სახლში-დარჩით თქვენც“, რათა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

სახლში  დარჩენა ის მინიმალური  წვლილია, რომლის შეტანაც ჩვენი ქვეყნის  თითოეულ მოქალაქეს შეუძლია  კორონავირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში.
#დარჩითსახლში
#Covid19
#ჩვენდავამარცხებთვირუსს
#ყველაფერიკარგადიქნება

Share Button

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *