ხარების დღესასწაული

წმინდა წერილის თანახმად, გაბრიელ მთავარანგელოზი ქალწულ მარიამს გამოეცხადა და ახარა, რომ ის ძეს ღვთისას შობდა და ამით ის ძე კაცისა გახდებოდა. მარიამმა ანგელოზს მიუგო: “აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ”. ამ ნებაყოფლობითი თანხმობის გარეშე ღმერთი ვერ განკაცდებოდა.

საეკლესიო თქმულება ამბობს, რომ სწორედ იმ დროს, როდესაც ქალწულ მარიამს მთავარანგელოზი გამოეცხადა, ის წინასწარმეტყველ ესაიას წიგნს კითხულობდა, სიტყვებს მესიას დაბადების შესახებ.
ქრისტოლოგიაში ხარების დღესასწაული ითვლება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად, საუკუნეების განმავლობაში დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.
და სწორედ ამ რთულ დროს,როდესაც მთელი დედამიწა ავად არის გისურვებთ, რომ დღევანდელი დღე იყოს გამოჯანმრთელების ხარებისა, მხოლოდ უფლის რწმენით და მისი კურთხევით გადავრჩებით.
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს. ჯანმრთელობას და სულის სიმშვიდეს გისურვებთ.
#დარჩითსახლში
#ჩვენდავამარცხებთვირუსს
#ყველაფერიკარგადიქნება

Share Button

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *