დედაენის დღე გიმნაზიაში

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერი გიმნაზიაში დედაენის დღე აღნიშნეს.

„წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერი გიმნაზიის მოსწავლე-ახალგაზრდობამ  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების  ორგანიზებითა  და მხარდაჭერით  გადაწყვიტეს თავისებურად პატივი მიეგოთ დედა ენისთვის, მათ სხვადასხვა სახის აქტივობებით გამოხატეს ეს.

პირველკლასელებმა სიამოვნებით მოქარგეს ქართული ასოები თავიანთი პაწაწინა ხელებით. ისინი ხომ ახლა ეუფლებიან და შეიგრძნობენ ქართული ენის სიყვარულს.  უფროსებმა კი ლექსები წაიკითხეს და ამით გამოხატეს მოწიწება და პატივისცემა საკუთარი ენისადმი.

„ამ განძს თუ არ მოუარე ისე ვერ იქართველებ-„ მოვუაროთ, მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ იგი.

გილოცავთ!! უფალმა მოგვცეს ძალა დავიცვათ ჩვენი ენა, მამული და სარწმუნოება!”, – აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

#ჩემი14აპრილი
#ენაერისსულია
#მეგიმნაზიელივარ
#ქართულიენაღმერთებისენაა
#ენამამულისარწმუნოება
#წერექართულად
#დარჩისახლში

Share Button

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *