15 სექტემბერს ტრადიციულად მოგიხმობთ სასკოლო ზარი

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის რექტორატი და პედკოლექტივი გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს გისურვებთ, პირველ ყოვლისა, ჯანმრთელობას, მშვიდობას და წარმატებებს. გახსოვდეთ თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ და თქვენი პედაგოგები, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უსაფრთხო და სიყვარულით სავსე გარემოში ისწავლოთ და დაფრთიანდეთ!

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი რეკომენდაციები დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც ჩვენმა გიმნაზიამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა და გაატარა ღონისძიებები სწავლის დაწყებისა, სასწავლო პროცესის წარმართვის და გიმნაზიის დასუფთავება-ჰიგიენისთვის. 2020 წლის 9 სექტემბერს შრომის ინსპექციამ ამ მიზნით შეამოწმა ჩვენი გიმნაზია და იგი სრულად აკმაყოფილებს ახალ მოთხოვნებს. ასე რომ, 15 სექტემბერს ტრადიციულად მოგიხმობთ სასკოლო ზარი… გელოდებით დიდი სიყვარულით!

        

Share Button

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *