სასულიერო გიმნაზიაში გრძელდება დაწყებითი კლასების ესთეტიკური აღზრდის და აპორტის კათედრის მიერ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული. დღეს IV ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია ” ენა ქართული – საამო და საგალობელი” .

ყმაწვილებმა ლექსებით გამონათქვამებითა და სიტყვებით ხოტბა შეასხეს დედაენასა და მის შემოქმედებას.

ღონისძიება დაასრულეს სრულიად საქართველოს კათალისკოს პატრიარქის სიტყვებით: ” ქართული ენა არის ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელი, ვითარცა გონება და სიყვარული. მასშია მთელი საქართველო. გაზაფხულზე გაშლილი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლად ამოსული მზის ცხოველმყოფელი სხივივით საამო.”

ღონისძიება შეაფასა გიმნაზიის რექტორატმა და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და მათ მასწავლებელს იამზე ჩოგოვაძეს ესეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზატორობისათვის.

Share Button