🌿🍁☘ 2000 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

🌿🍁☘ საქართველოსთვის დამახასიათებელია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება, სახეობათა ენდემიზმის მაღალი დონე და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე. ამ გლობალურად მნიშვნელოვანი ფაქტორების გამო საქართველო როგორც კავკასიის ნაწილი შედის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის 200 გლობალური ეკორეგიონის ნუსხაში.

🌿🍁☘ ამ დღის აღსანიშნავად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კვირეულის ფარგლებში, სასულიერო გიმნაზიის მე-5 კლასის მოსწავლეები ბუნებისმეტყველების პედაგოგის (ნინო ზაქარაია) ორგანიზებით იმყოფებოდა ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში . ისინი გაეცნენ ენდემურ, იშვიათ და წითელი წიგნის მცენარეებს, ბოტანიკური ბაღის შექმის ისტორიას და იმ უცნაურ ლეგენდებს, რომელიც ამ ბაღის მცენარეებზეა ცნობილი.

Share Button