მიმდინარე წლის 2 თებერვალს, წმ.ექვთიმე კერესელიძის ხსენების დღეს, ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრი”-ს სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურმა სკოლა-გიმნაზიამ, ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით, ჩაატარა ქართული საეკლესიო გალობის ფესტივალი. ფესტივალში, საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ საქართველოში დაქვემდებარებაში მყოფი სხვა სკოლების გუნდებთან ერთად, მონაწილეობდა ა(ა) იპ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მგალობელთა გუნდი „ ივერონი“, სადაც მათ დიდი მოწონება დაიმსახურეს.
გიმნაზია ხარობს მათი წარმატებით ულოცავს თითოეულ მათგანსმიღწეულ შედეგს და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებებს.
დიდ მადლობას ვუხდით ბატონ რევაზ ონიანს გაწეული შრომისთვის!
გიმნაზიის ადმინისტრაცია ასევე ძალიან დიდ მადლობას უხდის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას მხარდაჭერისა და მონაწილეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის!