“დიდი ადამიანები დიდებად იბადებიან და სიკვდილის შემდეგაც დიდებადვე რჩებიან, სხვები უბრალოდ იბადებიან, უკეთეს შემთხვევაში, იზრდებიან და კვდებიან”,- ბრძანებდა მიტრიპოლიტი ნაუმი.

მიმდინარე წლის 5 თებერვალს, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში ჩატარდა მეუფე ნაომ შავიანიძისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო- “მიტროპოლიტი ნაუმი 130”, ღონისძიება გიმნაზიის მოსწავლე- ახალგაზრდობის ჩართულობით მომზადდა და მას უძღვებოდა გიმნაზიის პედაგოგი  ნაზი თედორაძე,მოსწავლეთა საუბარს მიტროპოლიტ ნაომის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ თან ახლდა გიმნაზიის მგალობელთა გუნდ „ ივერონის“ საგალობლები (ლოტბარი: რევაზ ონიანი)

     საღამოს ესწრებოდა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის რექტორი მეუფე იოანე მოწვეულ სასულიერო პირებსა და მეუფე ნაუმი შავიანიძის შთამომავლებთან ერთად. მიტროპოლიტი ნაუმი იმ ღირსეულ მღვდელმთავართა დასს ამშვენებდა, რომელთაც ფასდაუდებელი შრომა გასწიეს, უძველესი, ქუთაის-გაენათის ეპარქიის აღორძინების საქმეში. მეუფე ნაუმმა დევნისა და შევიწროვების მიუხედავად, შეინარჩუნა სულიერი მხნეობა და ბოლომდე ემსახურა უფალს და მასზე მინდობილ ქუთაისი-გაენათის ეპარქიას, როგორც მწყემსმა კეთილმა. საღამოს დასასრულს დამსწრე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიმართა მეუფე იოანემ, ისაუბრა ამ დიდებული ადამიანის ღვაწლსა და ამაგზე. საღამოს ასევე ესწრებოდნენ მეუფე ნაუმის შთამომავალი ქ-ნი მარინა შავიანიძე ქალიშვილსა და შვილიშვილებთან ერთად, მან ბოლოს დიდი მადლობა გადაიხადა მოწვევისა და საინტერესო ღონისძიებისთვის და მეუფის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე დაწერილი წიგნი უსახსოვრა გიმნაზიას.

Share Button