” წიგნი ჩემთვის ყოველთვის იყო მრჩეველი,მანუგეშებელი, მშვიდი და ტკბილმოუბარი, და მე სულ მინდოდა ამომეწურა მისი ყველა სიკეთე,რათა, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის შემომენახა” (ჟორჟ სანდი).

კიდევ ერთხელ დაგვანახეს წიგნიერების აუცილებლობა ტექნოლოგიების საუკუნეში წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის VIIა კლასის მოსწავლეებმა,რომელთაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნათია ღოღელიანის თაოსნობით ჩაატარეს ძალიან საინტერესო ღონისძიება ” სულის პური”.

მოსწავლეებმა საოცრად შთამბეჭდავად და საინტერესოდ წარმოაჩინეს წიგნის როლი ადამიანის სულიერი სამყაროს ფორმირებაში. მოაწყვეს ” ცოცხალი ბიბლიოთეკის” ინსცენირება და წარადგინეს რჩეული ნაწარმოებები ცოცხალი წიგნების სახით. გააცოცხლეს მათ მიერ განხილული ნაწარმოების პერსონაჟები.

ღონისძიებას კლასის დამრიგებელი, პედაგოგები,მშობლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთაც სახეზე ბედნიერების უსაზღვრო ღიმილი დასთამაშებდათ, ღიმილი იმედისა, მადლიერებისა უფლის მიმართ ასეთი ნიჭიერი თაობა რომ გვაჩუქა, ქართულ გენს შემოქმედებითობა უხვად მოჰმადლა უფალმა, მთავარია განვავითაროთ მათში ეს უპირველესი.

გიმნაზიის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ნათია მასწავლებელს კიდევ ერთი ლამაზი დღისა და საინტერესო ღონისძიებისთვის.

  

 

Share Button