ენერგიის ჭარბად მოხმარებას მსოფლიო ეკოლოგიურ კრიზისამდე მიჰყავს, რაც, თავის მხრივ, კლიმატის გაუარესებას იწვევს.

ეს უკანასკნელი კი, არა მხოლოდ ჩვენს გარემო პირობებზე მოქმედებს უარყოფითად, არამედ – ადამიანების ჯანმრთელობაზეც. ამიტომ აუცილებელია დავზოგოთ ელექტროენერგია.

ენერგოეფექტურობა არის ენერგიის, როგორც რესურსის ოპტიმალური გამოყენება და მისი მაქსიმალურად შეზღუდვა.

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში განთავსებულია ეკო-ნათურები, თუმცა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავზოგოთ ელექტროენერგია ,გიმნაზიის ეკო-კომიტეტის ინიცირებით, ყოველი ორშაბათი ცხადდება ელექტროენერგიის დაზოგვის დღეთ. ყოველი კვირის ორშაბათს გიმნაზიის ტერიტორიაზე არ აინთება ნათურები. თუ გარემოზე ზრუნვა თქვენთვისაც მნიშვნელოვანია, შემოგვიერთდით ამ კეთილ საქმეში!

ერთად დავზოგოთ რესურსები! ერთად ვიზრუნოთ გარემოზე!

Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT

#ეკოთაობა

#გიმნაზიისეკოკომიტეტი

#ენერგოეფექტურობა

#ერთადდავზოგოთელექტროენერგია

Share Button