სასულიერო გიმნაზიის ისტორია

[vc_row][vc_column][vc_column_text]ა(ა) იპ წმინდა გაბრიელ  ეპისკოპოსის  სახელობის წყალტუბოს  სასულიერო გიმნაზია  ორმაგი დაქვემდებარების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, იგი   ექვემდებარება მის დამფუძნებელს -საქართველოს საპატრიარქოს  და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს.

გიმნაზიის რექტორი  ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეა(გამრეკელი).

გიმნაზიის დაარსებისთვის ზრუნვა  2007 წელს დაიწყო ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის-კალისტრატეს(მარგალიტაშვილი)   ლოცვა-კურთხევით და თაოსნობით.

საინიციატივო ჯგუფის წევრები  მაია ონიანი, მარინა ჯვარშეიშვილი, ჟანა გაბიძაშვილი, ნაზი თედორაძე, უდიდესი პასუხისმგებლობითა და მონდომებით მოეკიდნენ დაწყებულ საქმეს.მათ უდიდეს მხარდაჭერას და დახმარებას უწევდნენ იმერეთის გუბერნატორი- აკაკი ბობოხიძე  და ქალაქ წყალტუბოს  გამგებელი-მამუკა თევზაძე.

შრომამ და ძალისხმევამ შედეგიც კარგი გამოიღო  და 2008 წლის 20 მარტს  ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალიზებული ლიცენზიის(N-0831079, 19.02. 2008 წ.ბრძ.N-140) საფუძველზე  წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია ოფიციალურად გაიხსნა.

სასწავლებელი 14  წელია ფუნქციონირებს  წარმატებულად და მოქმედებს მისიაზე დაყრდნობით. გიმნაზიაში უკვე ჩამოყალიბდა დემოკრატიული სასკოლო კულტურა, რომელმაც განაპირობა  მოსწავლეების წარმატებები, სხვადსახვა სახის კონკურსებზე, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებსა და ეროვნულ გამოცდებზე,რაც  გიმნაზიის პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებაა, სწავლა-სწავლების პროცესში ისინი მუდმივად ზრუნავენ, რათა მოზარდებს  მისცენ  ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი განათლება, განუვითარონ საჭირო უნარ-ჩვევები და ჩამოუყალიბონ ქრისტიანულ ღირებულებზე დამყარებული მსოფმხედველობა, რათა მოხდეს მოზარდების ინტეგრირება,როგორც ადგილობრივ,ისე  საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

2021-2022 სასწავლო  წლის კურსდამთავრებულებიდან  6 ოქროს მედალოსანია, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე  გასული 21 მოსწავლიდან   100%-იანი გრანტით ჩაირიცხა ორი მოსწავლე,  70%-იანით ორი მოსწავლე, ხოლო   შვიდმა მოსწავლემ  50%-იანი გრანტი მოიპოვა ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

გიმნაზიაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგანი ისწავლება , სტანდარტზევით ისწავლება საღვთისმეტყველო  საგნები დამატებითი-სავალდებულო ფორმით:

  • საღვთო სჯული (I-XII კლ.)
  • ქრისტიანული ეკლესიის ისტორია (V- IX კლ.)
  • საოჯახო ცხოვრების ეთიკა-ფსიქოლოგია (X-XII კლ.)

გიმნაზიაში ფუნქციონირებს წრეები და კლუბები

  • უცხოური ენის (I- IVკლ)
  • გალობის (II-VIII კლ)
  • STEM-ის (VII-IXკლ)
  • სამოქალაქო კლუბი

გიმნაზიის მოსწავლეები  ასევე აქტიურად მონაწილეობენ  სახვადასხვა სახის კონკურსებში,ოლიმპიადებსა და კონფერენციებში,ასევე  მათ წარმატებები აქვთ  სასპორტო,თუ  სახელოვნებო მიმართულებით.

შეგვიძლია  სიამაყით  განვაცხადოთ, რომ  მივდივართ სწორი მიმართულებით, ვცდილობთ მივაღწიოთ განვითარებას და გზა განვაგრძოთ სრულყოფისკენ.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]