ინფრასტრუქტურა

[vc_row][vc_column][vc_column_text]ა(ა) იპ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის  წყალტუბოს  სასულიერო გიმნაზია

2008 წელს  დაფუძნების მომენტისათვის ფლობდა ორსართულიან სასკოლო შენობას საერთო სასარგებლო ფართით 809 კვ.მ. 2008 – 2009 სასწავლო წლის დასაწყისში გიმნაზიაში იყო 9 საფინანსო კლასი 150 მოსწავლით. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოყოფილი თანხებით 2009 – 2010 წლების განმავლობაში გიმნაზიას მიუშენდა ორსართულიანი ახალი კორპუსი, რომლის საერთო სასარგებლო ფართია 382.5 კვ.მ. გიმნაზიის სასარგებლო ფართია 1191.5 კვ.მ. ამჟამად გიმნაზიაში დაკომპლექტებულია 16 საფინანსო კლასი 295 მოსწავლეზე.შენობის მესაკუთრეა საქართველოს საპატრიარქო და სარგებლობისათვის გადაცემული აქვს წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიას.

გიმნაზიის  საერთო ფართის ოდენობა მისამართების მიხედვით:

# მისამართი კვ..
1 ქ. წყალტუბო, 9 აპრილის ქ. მე-3 შესახვევი #12 (მე-2 კორპუსი) 809
2 ქ. წყალტუბო, 9 აპრილის ქ. მე-3 შესახვევი #12 (1-ლი კორპუსი) 382,5

გიმნაზიის სასწავლო კორპუსი შედგება 23 ოთახისაგან, მათ შორის: 16 საკლასო ოთახი, რომლებიც მთლიანად აღჭურვილია ახლად შეძენილი  ინვენტარით, კერძოდ: მოსწავლის ასაკობრივი ინდივიდუალური მერხი – 335, მოსწავლის სკამი – 335, ახალი მაღალი ხარისხის დაფა – 22, საოფისე და მასწავლებლის მაგიდა – 27, დაწყებითი კლასებისათვის მოსწავლეთა ინდივიდუალური კარადები და თაროები 18 კომპლექტი, კაბინეტების და საკლასო ოთახების კარადა – 12, მასწავლებლის სავარძელი – 20; ჰოლებში,  საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიისათვის 2011 წელს შეძენილია თვალსაჩინოებისა და ხელსაწყო-იარაღისათვის ახალი სპეციალური დანიშნულების 11 კარადა.

გიმნაზიას გააჩნია დახურული ტიპის სპორტული დარბაზი ფართით 170 კვ.მ., რომელსაც 2021  წელს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, შეიცვალა და შეიღება იატაკი, გამოიცვალა ჭერი დამუშავდა და შეიღება კედლები. დარბაზში განთავსებულია კალათბურთის, ფრენბურთის და მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები შესაბამისი ინვენტარით,კერძოდ,  ბურთებით, ჭადრაკის დაფებით,კალათბურთის ბადეებით, მაგიდის ჩოგბურთის სათამაშოდ მოწყობილი მაგიდებით. გამოყოფილია პედაგოგისა და ინვენტარის შესანახი ერთი ოთახი ფართით 11 კვ.მ. დარბაზს აქვს ცენტრალური გათბობა და სათანადო განათება.

გიმნაზიის 2023-2029 წლის სტრატეგიულ  გეგმაში გათვალისწინებულია ღია ტიპის სპორტული მოედნის მოწყობა.

გიმნაზიაში არის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი ყველა პირობა: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები. კერძოდ: გიმნაზია უზრუნველყოფილია უწყვეტი 24 საათიანი ელექტრო და წყალმომარაგებით. ამასთან ფართის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს ბუნებრივი განათების შესაძლებლობა,  ახალი კორპუსის მშენებლობის პროცესში დადგმული იქნა წყლის რეზერვუარი 5 ტონის მოცულობით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში წყლით უზრუნველყოფს შენობის წყლით მომარაგებას. შენობას აქვს ცენტრალური კანალიზაციის ქსელი და კორპუსების მიხედვით სანიტარული წესების დაცვით მოწყობილი სველი წერტილები. პირველ კორპუსში, სადაც 10 საკლასო ოთახია, 4 წერტილია, მათ შორის: 2 გოგონებისათვის, 2 ვაჟებისათვის. ასევე პირველ კორპუსში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთათვის მოწყობილიაადაპტირებული სველი წერტილი, პანდუსი. ახალ მე-2 კორპუსში 8 სველი წერტილია, მათ შორის: 3 გოგონებისათვის, 3 ვაჟებისათვის და 2 მასწავლებლებისათვის.  ასევე  მე-2 კორპუსის პირველ სართულზე მოწყობილია ექიმის კაბინეტი. სასწავლებლის შენობა უზრუნველყოფილია  ცენტრალური გათბობის სისტემით,კერძოდ, ბუნებრივ აირზე მომუშავე საქვაბეებით, რომელიც მუშაობს შეუფერხებლად. 2020-2021 სასწავლო წლისთვის  გიმნაზიამ ყველა საკლასო ოთახისთვის შეიძინა მაღალი ხარისხის საკლასო დაფები, რაც ერთ-ერთი მამოტივირებელი ფაქტორი გახდა მოსწავლეთათვის სწავლა-სწავლების პროცესში. აგრეთვე გიმნაზიას გააჩნია ალტერნატიული გათბობის საშუალებები, ქარხნული წესით დამზადებული ელექტროგამათბობლები. მოხმარებულ წყალსა, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე გიმნაზიას დავალიანება არ გააჩნია.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]