ინფრასტრუქტურა

2008 წელს გიმნაზია დაფუძნების მომენტისათვის ფლობდა ორსართულიან სასკოლო შენობას საერთო სასარგებლო ფართით 809 კვ.მ. 2008 – 2009 სასწავლო წლის დასაწყისში გიმნაზიაში იყო 9 საფინანსო კლასი 150 მოსწავლით. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოყოფილი თანხებით 2009 – 2010 წლების განმავლობაში გიმნაზიას მიუშენდა ორსართულიანი ახალი კორპუსი, რომლის საერთო სასარგებლო ფართია 382.5 კვ.მ. გიმნაზიის სასარგებლო ფართია 1191.5 კვ.მ. ამჟამად გიმნაზიაში დაკომპლექტებულია 16 საფინანსო კლასი 281 მოსწავლეზე.

შენობის მესაკუთრეა საქართველოს საპატრიარქო და სარგებლობისათვის გადაცემული აქვს წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიას.

დაწესებულების საერთო ფართის ოდენობა მისამართების მიხედვით:

# მისამართი კვ.მ.
1 ქ. წყალტუბო, 9 აპრილის ქ. მე-3 შესახვევი #12 (მე-2 კორპუსი) 809
2 ქ. წყალტუბო, 9 აპრილის ქ. მე-3 შესახვევი #12 (1-ლი კორპუსი) 382,5

გიმნაზიის სასწავლო კორპუსი შედგება 23 ოთახისაგან, მათ შორის: 16 საკლასო ოთახი, რომლებიც მთლიანად აღჭურვილია 2009 – 2010 წლებში შეძენილი ახალი ინვენტარით, კერძოდ: მოსწავლის ასაკობრივი ინდივიდუალური მერხი - 310, მოსწავლის სკამი - 325, დაფა - 22, საოფისე და მასწავლებლის მაგიდა - 27, დაწყებითი კლასებისათვის მოსწავლეთა ინდივიდუალური კარადები და თაროები 18 კომპლექტი, კაბინეტების და საკლასო ოთახების კარადა - 12, მასწავლებლის სავარძელი - 20; ჰოლებში, სამასწავლებლოში და კაბინეტებში განლაგებულია 100 რბილი სავარძელი. საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიისათვის 2011 წელს შეძენილია თვალსაჩინოებისა და ხელსაწყო-იარაღისათვის ახალი სპეციალური დანიშნულების 11 კარადა.

გიმნაზიას გააჩნია დახურული ტიპის სპორტული დარბაზი ფართით 170 კვ.მ., რომელსაც 2010 წელს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, შეიცვალა და შეიღება იატაკი, ჭერი და კედლები. დარბაზში განთავსებულია კალათბურთისა და ფრემბურთის მოედანი შესაბამისი ინვენტარით, გამოყოფილია პედაგოგისა და ინვენტარის შესანახი ერთი ოთახი ფართით 11 კვ.მ. დარბაზს აქვს ცენტრალური გათბობა და სათანადო განათება.

გიმნაზიის გრძელვადიან გეგმაში გათვალისწინებულია ღია ტიპის სპორტული მოედნის მოწყობა.

გიმნაზიაში არის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები.

გიმნაზიას აქვს სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი გარემო, კერძოდ: გიმნაზია უზრუნველყოფილია უწყვეტი 24 საათიანი ელექტრომომარაგებით. ამასთან ფართის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს ბუნებრივი განათების შესაძლებლობა. იმის გამო, რომ ქ. წყალტუბოში არ არის სადღეღამისო წყლით მომარაგება, 2010 წელს ახალი კორპუსის მშენებლობის პროცესში დადგმული იქნა წყლის რეზერვუარი 5 ტონის მოცულობით, რომელიც უზრუნველყოფს შენობის 24 საათიან წყლით მომარაგებას. შენობას აქვს ცენტრალური კანალიზაციის ქსელი და კორპუსების მიხედვით სანიტარული წესების დაცვით მოწყობილი სველი წერტილები. 2-კორპუსში, სადაც 10 საკლასო ოთახია, 4 წერტილი, მათ შორის: 2 გოგონებისათვის, 2 ვაჟებისათვის; ახალ 1-კორპუსში 8 სველი წერტილი, მათ შორის: 3 გოგონებისათვის, 3 ვაჟებისათვის და 2 მასწავლებლებისათვის. 2010 წელს გიმნაზიის შენობაში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა ბუნებრივ აირზე მომუშავე საქვაბეებით, რომელიც მუშაობს შეუფერხებლად.

აგრეთვე გიმნაზიას გააჩნია ალტერნატიული გათბობის საშუალებები, ქარხნული წესით დამზადებული ელექტროგამათბობლები. მოხმარებულ წყალსა და ბუნებრივ აირზე გიმნაზიას დავალიანება არ გააჩნია.