საერთაშორისო პროექტ Technovation Girls 2022 – ის კულმინაცია, გოგონათა ტექნოლოგიური ბანაკი შედგა. ბანაკში მონაწილეობას იღებდა პროექტის ყველა ფინალისტი გოგონა მენტორთან ერთად, მათ შორის იყვნენ გიმნაზიის გოგონებიც (მენტორი: ქრისტინა ქუთათელაძე, მონაწილეები: დიანა ჭუმბურიძე, მარიამ ჩხეიძე, ლიზი სიმსივე, მარიამ ჭელიძე და თეკლა ბენიძე)

ბანაკს ბათუმის ქართულ ამერიკული სკოლა მასპინძლობდა, რომელიც დატვირთული იყო საინტერესო სესიებით და მასტერკლასებით (როგორ ყალიბდებიან ქალი STEM ლიდერები? და WEB 3.0 პრეზენტაცია – სპიკერი ნანა დიხამინჯია, ბათუმის ტექნოპარკის პრეზენტაცია – სპიკერი ქეთევან ბულისკერია, ფინანსური ტექნოლოგიები – სპიკერი დავით კიკვიძე, ინოვაციური აზროვნება – სპიკერი თეო ელი დალაქიშვილი, კიბერუსაფრთხოება – სპიკერი მარიამ ლაცაბიძე, შესავალი რობოტიკაში – სპიკერი მაიკო მეკოკიშილი, ზრდაზე ორიენტირებული ხედვის განვითარება – სპიკერი ნინო მარგველაშვილი, გახდი მენტორი – სპიკერი სალომე ნასყიდაშვილი)

გარდა დატვირთული გრაფიკისა გოგოები ჩართულები იყვნენ უამრავ გასართობ და წამახალისებელ აქტივობებში, ეს ნამდვილად იყო მათთვის მიმართულების მიმცემი და ახალი გზა მომავლისკენ, ბანაკმა გარდა უამრავი ცოდნის და ახალი ინფორმაციის მათ პოზიტიურ და ემოციურ განწყობაზეც იზრუნა და ისინი უფრო გაზრდილები, თავდაჯერებულები და საკუათარი შესაძლებლობებში დარწმუნებულები დაბრუნდნენ შინ.

Share Button