მიმდინარე წლის 27 აპრილს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
მათ შეხვედრა ჩაატარეს VIII – IX კლასის მოსწავლეებთან და ისაუბრეს დროული იმუნიზაციის აუცილებლობაზე, პროფილაქტიკურ აცრებზე,დაგეგმილ თუ საჭირო ვიზიტებზე და სხვა.
შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, ვფიქრობთ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად. სასულიერო გიმნაზია მადლობას უხდის ა(ა)იპ საზოგადოებრივ ჯანდაცვის წყალტუბოს ცენტრის დირექტორს ქალბატონ მანანა ტყეშელაშვილს ყურადღებისა და ინფორმირებულობისათვის.