სიყვარული პოეზიის პირველი მიზეზია. ვიდრე ერის გული, ეროვნული პოეზიის სახით, სიყვარულის უნარს ინარჩუნებს ,მისი დაბერება არ იქნება.
საქართველოს პოეტებმა ჩვენს დღეებამდე მოიტანეს ერთი სიხარულის შეგნება: მხოლოდ ნამდვილი სიყვარულით შეიძლება ბედნიერების ნაპირებთან მიახლოება და სწორედ ამ გრძნობას მიუძღვნეს დღეს მე-11 კლასის (მასწავლებელი მაია გურეშიძე) გოგო-ბიჭებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომოიზიცია-,,ასე უყვარდათ საქართველოში”, სადაც ემოციურად შეასრულეს ქართველ პოეტთა ლექსები.
საღამოს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა მუსიკალურმა ნომრებმა.
დასასრულს, ბავშვები თბილი სიტყვებით შეამკეს და მომავალი წარმატებები უსურვეს გიმნაზიის პრორექტორებმა ქალბატონმა მაია ონიანმა და დეკანოზ ზურაბ სუბელიანმა, ქართული ენის, ლიტერატურისა და საზ.მეცნიერებათა კათედრის თავჯდომარემ, ქალბატონმა ,ელისო გურეშიძემ.