25 – 26 მარტს ქ. თბილისში გაიმართა აფხაზეთის ახალგაზრდული ღია პირველობა მაგიდის ჩოგბურთში.
ასპარეზობაში აფხაზეთის, თბილისის, აჭარის, რაჭის, ქუთაისის, აბაშის, თელავის, წყალტუბოს, წალკის და ზუგდიდის 120-მდე გოგონამ და ვაჟმა მიიღო მონაწილეობა U13,U15 და U19 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში. შეჯიბრმა დაძაბულ და საინტერესო ორთაბრძოლებში ჩაიარა,
გიმნაზიის მოსწავლემ, 12 წლის ნიკოლოზ უშვერიძემ დიდი გამარჯვება (II და III ადგილი) მოიპოვა 15 წლამდე ვაჟთა კატეგორიაში.
გვინდა დიდი სიხარულით მიულოცოთ ნიკოლოზს ეს დამსახურებული გამარჯვება და წარმატება ვუსურვოთ მომავალშიც, რათა კვლავ განაგრძოს წინსვლა და სიმაღლეების დაპყრობა