დღეს ის დღეა ჩვენს იდენტობასთან, წინაპრებთან და ჩვენს ოდაბადესთან რომ დაგვაშორა…

დღეს ბოლოჯერ ნახეს ზღვა, თოლიები, სოხუმის ნაპირს ბოლოჯერ მოეფერეს და დაუსრულებელ მონატრებისკენ და დარდისკენ გამოცურეს….ჩვენი აფხაზეთი დაგვაკლდა …ჩვენი სახლი, ეზო, სკოლა ,ადამიანები….

ეს წლები სულ მოლოდინში ვართ . .

დღეს… დღეს კი ჩვენმა გიმნაზიელებმა (XI კლასი. მასწავლებელი ბადრი პაპავა) წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლთ…

გვინდა გულში ჩავიკრათ ყველა თავისუფალი აფხაზეთელი და ერთად ვიმღეროთ ჩვენი საყვარელი მეგრულუ ნანა, აფხაზური აზამატი ..ისევ ვიმეგობროთ ძველებურად ❣️

#აფხაზეთისაქართველოა

Share Button