☘🦎 მიმდინარე წლის 2 ივნისს წრიული ეკონომიკის პრინციპების გააზრებისა და ათვისების მიზნით მომდევნო გაკვეთილი ჩატარდა, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის VIII კლასში (გაკვეთილი ჩაატარა ბიოლოგიის პედაგოგმა: მაია ონიანმა) გაკვეთილის თემა “ბუნებრივი დიზაინი”.გაკვეთილის დასაწყისში მინი-ლექციის საფუძველზე მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად გაიაზრეს ბიომიმიკრიის არსი და მნიშვნელობა. კარგად დააკავშირეს ბიომიმეტიკა (ბუნების მოდელების,სისტემების და ელემენტების იმიტაცია)თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში თუ რა როლის შესრულება შეუძლია მას ადამიანთა წინაშე რთული პრობლემების გადაჭრის საქმეში. შემდეგ გაეცვნენ მოკლე ვიდეოს შთაგონებისთვის: https://www.youtube.com/watch?v=HppE6ezLDqIამის შემდეგ მოსწავლეები მოეწყვნენ ჯგუფებად,მათ დაურიგდათ აქტივობების ბარათები ფოტოილუსტრაციებით.

🎯 აქტივობის მიზანი: ბარათებზე უნდა მოენახათ და დაკვირვების შემდეგ ეპოვათ მსგავსება პროდუქტის ამსახველ ბარათსა და მცენარეს/ ცხოველს შორის ან პირიქით.

⛳შედეგი: მოსწავლეთა აბსოლიტურმა უმრავლესობამ- ამოიცნო და სწორად დააწყვილა/დააკავშირა ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი ბიომიმიკრიის პროდუქტები ერთმანეთთან.

🖥 აქტივობის დასრულების შემდეგ ჯგუფების პრეზენტატორებმა განათავსეს დაფაზე მათ მიერ დაწყვილებული ბარათები და გაუზიარეს მათი შთაბეჭდილებები აუდიტორიას.

🚄 მასწავლებელთან ერთად მათ გააგრძელეს მსჯელობა ბიომიმიკრიის კონცეფციის შემდგომი განვითარების სიკეეთეებზე და გააკეთეს საინტერესო აქცენტები იმაზე,თუ როგორ უნდა ვისწავლოთ ბუნებისაგან ნარჩენების საკითხების მოგვარება.

#გიმნაზიისეკოკომიტეტი

#ჩვენვზრუნავთჩვენსპლანეტაზეიზრუნეშენც

#ეკოთაობა

Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT

Share Button