წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში გრძელდება ქალთა თვისადმი მიძღვნილი კვირეული “წარსულიდან…….მომავალში”
ქალები მიჩვეულები არიან გაუმკლავდნენ სირთულეებს მუშაობის დროს, ყოველდღიური საქმიანობის დროს, იცხოვრონ და იშრომონ გენდერულად არათანაბარ პირობებში. თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი ანგრევენ სტერეოტიპებს და უდიდეს წარმატებას აღწევენ.
ქალებს არაერთი უმნიშვნელოვანესი ინოვაცია უკავშირდება. სწორედ ამ გამოგონებებზე წარმოადგინეს პრეზენტაციები, დღეს VII კლასის(დამრიგებელი: ნინო ზაქარაია) მოსწავლეებმა, რომლებმაც ცხოვრება გაგვიმარტივეს.
პრეზენტაციას ესწრებოდა მათემატიკა ისტ კათედრის თავჯდომარე, ქრისტინა ქუთათელაძე.მას ძალიან მოეწონა ბავშვების მიერ წარმოდგენილი აქტივობები, მადლობა გადაუხადა მათ და მათ დამრიგებელს და წარმატებები უსურვა.