პროფესიული არჩევანის პროცესში პიროვნული თვისებების,ინტერესების, ღირებულებების, და უნარების მნიშვნელობის გააცნობიერებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება,რაშიც თითოეულ ჩვენთაგანს სოციუმი და შესაბამისი სრუქტურები გვეხმარებიან.
ამ მიზნით გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის საბაზო ( VIII, IX ) კლასისა, და ამ საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებიდან. მიმდინარე წლის 28 აპრილს გიმნაზიის წყალტუბოს N-1 საჯარო სკოლაში, სადაც გაიმართა შეხვედრა სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი (LEPL Cadets Military Lyceum)-ის წარმომადგენლებთან.ისინი მოსწავლე-ახალგაზრდობას შეხვდნენ და ლიცეუმში არსებული სასწავლო, სააღმზრდელო, საცხოვრებელი და მიღების პირობები გააცნეს,რასაც სამხედრო ლიცეუმი თითოეულ კადეთს სთავაზობს. პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა. მოსწავლეთა შეკითხვები ძირითადად ლიცეუმში ჩარიცხვის პირობებსა და მისაღებ გამოცდებს შეეხო.
ჩვენი გიმნაზიელები შეხვედრიდან ძალიან კმაყოფილები დაბრუნდნენ და რამდენიმე მათგანმა ლიცეუმში სწავლის გაგრძელებისა და ჩარიცხვის სურვილიც გამოთქვა.გიმნაზია დიდი სიყვარულით უსურვებს წარმატებებს მოსწავლე-ახალგაზრდობას,შესაბამის სფეროში წარმატებული ნაბიჯებით სვლას უსურვებს.