“გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი “გვმოძღვრავს და მუდამ სიყვარულისთვის მოგვიწოდებს უფალი, სიყვარულს და მეგობრობას ბევრი რამ აქვთ საერთო, ორივეს ურთიერთობის ასაწყობად საკმაოდ ბევრი ძალისხმევა არის საჭირო, ჩვენი სკოლა – გიმნაზიის მასწავლებელთა მეგობრული დამოკიდებულება წმ. ალექსი შუშანის სახელობის სკოლა – გიმნაზიის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებს უკავშირდება. მოსწავლე-ახალგაზრდობის მეგობრობა მათთან ინტელექტუალურ თამაშებიდან დაიწყო, ეს კავშირი გრძელდება და მიმდინარე წლის 4 ივნისს ინტერესიანი, მეგობრული ჭკვიანი და აღმოჩენებით დაინტერესებული მოსწავლეები სენაკიდან, სკოლის დირექტორთან ქალბატონ ნინო ჯანჯღავასა და ისტორიის მასწავლებელთან ქალბატონ ნათია დავითაიასთან ერთად მეგობრული ვიზიტით წყალტუბოს სკოლა-გიმნაზიაში იმყოფებოდნენ.
მასპინძელი სკოლის მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფმა (თავმჯდომარე-ელენე კვერნაძე), სკოლა – გიმნაზიის მმართველი დირექტორის, ქუთათელ – გაენათელი მიტროპოლიტი – იოანეს ლოცვა – კურთხევითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით საინტერესო შეხვედრა მოუწყვეს.
თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული პრეზენტაციის მოსმენის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს წყალტუბოს პარკი, №6 წყარო, სანატორიუმი მედეა და სათაფლიის კარსტული მღვიმეები. ექსკურსია დაგვირგვინდა პიკნიკით – სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით, ლამაზ პოეზიით, მეგობრული ემოციებით ერთმანეთის პატივისცემითა და სიყვარულით.
სკოლა – გიმნაზიის ადმინისტრაცია მადლიერებას გამოთქვამს სკოლის ფსიქოლოგის თამარ ლალიაშვილსა და ისტორიის პედაგოგის ბადრი პაპავას მიმართ,დღის ლამაზად ორგანიზებისა და მოსწავლეთა მიმართ აქტიური მხარდაჭერისათვის.
ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება…