წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების მიერ ჩატარდა დასკვნითი ჩემპიონატი კალათბურთში. ერთმანეთს 6 სკოლის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ.
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო გიმნაზიის გუნდმა შთამბეჭდავად ითამაშა და დამსახურებულად მოიპოვა 1-ელი ადგილი.
სპორტსმენებს გადაეცათ სიგელები, ხოლო გამარჯვების თასი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ჩვენი გიმნაზიის მრავალრიცხოვან ჯილდოებს შორის!