ეკოკომიტეტის ახალი წევრები
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის ეკო-კომიტეტის წევრებმა მორიგი შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე კიდევ ერთელ განიხილეს დაგეგმილი აქტივობები, გადაინაწილეს ფუნქციები. მიმდინარე სასწავლო წელს გიმნაზიის ეკო -კომიტეტს ორი ახალი წევრი შეემატა გეოგრაფიის ახალგაზრდა პედაგოგი ნინო დგებუაძე და მეცხრე კლასის მოსწავლე მარიამ კორკოტაძე. “შესაძლებლობების გაზიარება- წარმატების მთავარი წინაპირობაა”. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ეკო კომიტეტს! #გიმნაზიისეკოკომიტეტი #ეკოთაობა Keep Georgia […]
ეკოკომიტეტის ლოგო
ორგანიზაცია “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ორგანიზებულ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობის სრულყოფისათვის გიმნაზიის ეკოკომიტეტმა ჩაატარა შიდა სასკოლო კონკურსი ლოგოს ასარჩევად. გიმნაზიის მოსწავლეებმა სრული პასუხისმგებლობით შეასრულეს დავალება და მიიღეს მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში . დადააააააამ. წარმოგიდგენთ კონკურსის გამარჯვებულს. გურამ ფანცხავა XI ა კლასის მოსწავლე, მისმა ლოგომ 177 ხმით გაიმარჯვა. უღრმესი მადლობა გურამ ასეთი ლამაზი […]
ეკოკომიტეტის არჩევნები
წმ.გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში ჩატარდა ეკოკომიტეტის არჩევნები. მოსწავლეებმა სიხარულით მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში და მხარი დაუჭირეს მათ კანდიდატურას. ხმების დათვლის შემდეგ შედგა ეკოკომიტეტის წევრ მოსწავლეთა სია. გიმნაზიის ეკოკომიტეტი შედგა 16 მოსწავლის , 2 ადმინისტრაციის წარმომადგენლის და 3 პედაგოგისგან. წარმატებებს ვუსურვებთ მათ ამ კარგ საქმეში! #გიმნაზიისეკოკომიტეტი #ეკოთაობა Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – […]
ეკო სკოლების პროექტის გაცნობა
წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია ჩაერთო ორგანიზაციის “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში. პროექტის მიზანია: -გარემოს, როგორც არსებობის კრიტიკული ელემენტის როლის გააზრება;-მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა; დღეს სასულიერო გიმნაზიაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები , რომელზეც მოსწავლეები გაეცნენ პროექტის შესახებ ინფორმაციას, მიზნებს და სურვილი გამოთქვეს კომიტეტის წევრების შესარჩევ არჩევნებში […]