ეკო კომიტეტის აქტივობები

კლიმატის ცვლილების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

კლიმატის ცვლილება მკვეთრად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე პირდაპირ თუ არაპირდაპირ. აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ადაპტაციაკლიმატის კომპონენტების ცვლილებასთან. ხშირ შემთხვევებში შეგუების პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს სერიოზული ძვრების ფონზე. გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა, (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები, ვირუსული პათოლოგიები) იმატა სიღარიბის დონემ, ხშირია კონფლიქტები, ეკონომიკური კრიზისები. თუ არ მივიღებთ სასწრაფო ზომებს, მაშინ ისეთი პრობლემები, როგორიცაა მალნუტრიცია, სიკვდილიანობის […]

Share Button

გლობალური დათბობა

ტერმინი „გლობალური დათბობა“, ხშირ შემთხვევაში გამოიყენება კლიმატის ცვლილებასთან ერთად და ხანდახან ერთი და იგივე მნიშვნელობითაც, თუმცა ეს ასე არ არის. კლიმატის ცვლილება, გლობალური დათბობის შედეგია,რომლის დროსაც დედამიწის ზედაპირზე და მის ატმოსფეროში იზრდება საშუალო წლიური ტემპერატურა, დედამიწის კლიმატური ისტორია მეტად მრავალფეროვანია და მოიცავს ასობით მილიონ წელს. ამას ადასტურებს პალეოკლიმატოლოგიის მონაცემებიც(მეცნიერება, რომელიც შეისწავლის იმას, თუ როგორი კლიმატი […]

Share Button

მწვანე დღე გიმნაზიაში

ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“- საქართველოში ეკოსკოლების პროგრამას ახორციელებს, იგი გარემოსდაცვითი განათლების ფონდის(FEE) ასოცირებული წევრი და ეკოსკოლების ოფიციალური წარმომადგენელია ეროვნულ დონეზე. ეს პროგრამა მიზნად ისახავს, მოსწავლეთა ჩართულობით და ექპერიმენტალური სწავლების გზით, აღზარდოს აქტიური მოქალაქე, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს გარემოს დაცვაზე და ამ პროცესს დაუკავშირებს საკუთარ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ამ პროექტის ფარგლებში, გასულ წელს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის […]

Share Button

კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზები და დამდგარი შედეგები

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის ეკოკომიტეტის სამოქმედო სტრატეგიის, გეგმის მიხედვით შერჩეული თემაა კლიმატის ცვლილება, კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, ცოდნის მიღება და რაც მთავარია მოტივაციის ამაღლება მოსწავლე-ახალგაზრდობასა და მთლიანად სასკოლო საზოგადოების ყველა სხვა დანარჩენი წევრებისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. სწორედ ამ მიზნით, ეკოკომიტეტის ინიციატივით, საინტერესო შეხვედრა შედგა დღეს გიმნაზიის […]

Share Button

მწვანე კლასის ტიტული

გარემოსდაცვითი პროექტის “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა დაიწყო წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში- შიდა სასკოლო კონკურსი “მწვანე კლასი”. კონკურსის მთავარი მიზანია მოსწავლეებში გარემოს დაცვითი კულტურის ჩამოყალიბება. კონკურსი გაგრძელდება 2022-23 სასწავლო წლის ბოლომდე, წლის ბოლოს კი გამოვლინდება გამარჯვებული კლასი, რომელსაც მიენიჭება “მწვანე კლასის” წოდება. გამარჯვებული გამოვლინება მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით: 1. შეგროვებული […]

Share Button

ნარჩენების სეპარირება

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის ეკო-კომიტეტი განაგრძობს გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებას. ნარჩენების მართვას და რესურსის დაზოგვას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მიზნით გიმნაზიის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა მეორადი ყუთებისა და ქაღალდისგან დაამზადეს ქაღალდის და პლასტმასის შესაგროვებელი ურნები. ურნები განთავსდა საკლასო ოთახებში, რათა მოსწავლეებმა მოახდინონ ნარჩენების სეპარირება. #გიმნაზიისეკოკომიტეტი #ეკოთაობა Keep Georgia Tidy […]

Share Button

ეკო-კომიტეტის დერეფანი

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში მოქმედი ეკო-კომიტეტის ინიცირებით , ხელოვნების პედაგოგის სოფიო ქუთათელაძის და ჩვენი ნიჭიერი მოსწავლეების აქტიური ჩართულობით ეკო-დერეფანი მოეწყო. მოსწავლეებმა დახატეს ნახატები , რომლითაც საზოგადოებას შეახსენებენ და მოუწოდებენ გარემოს დაცვის აუცილებლობისკენ.მათ შესაბამისი წარწერები გაუკეთეს თავიანთ ნამუშევრებს და განათავსეს დერეფნის კედლებზე. #გიმნაზიისეკოკომიტეტი #ეკოთაობა Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT

Share Button

კაცობრიობის უდიდესი გამოწვევა

,,კაცობრიობის უდიდესი გამოწვევა-კლიმატის ცვლილება”კლიმატის ცვლილების ფენომენი ცნობილი გახდა XX საუკუნის 70-იანი წლებიდან, როცა აღინიშნა მსოფლიო საშუალო წლიური ტემპერატურის მკვეთრი ზრდის ტენდენცია და გახშირებული კლიმატური კატასტროფები.დღეისათვის, უკვე მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კლიმატის ცვლილებას პლანეტის მასშტაბით ნამდვილად აქვს ადგილი. სათბურის ეფექტის გარეშე დედამიწის ზედაპირი დღევანდელთან შედარებით 30°–ით უფრო ცივი იქნებოდა.კლიმატის ცნების ქვეშ როგორც წესი მოიაზრება ატმოსფეროს ქვედა ფენების […]

Share Button

ეკო ჟურნალისტთა ჯგუფი

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის ეკოკომიტეტის ინიცირებით ჩვენს სასწავლებელში შეიქმნა ეკო- ჟურნალისტთა ჯგუფი. ჯგუფის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სასკოლო საზოგადოებისა და მთლიანად თემის ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზების, შედეგების და არსებული პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ . ეკო-ჯგუფის ჟურნალისტები ყოველთვიურად მოამზადებენ და გამოაქვეყნებენ მასალებს სოციალურ ქსელსა და გიმნაზიის ეკო დაფაზე, სტატიები შეეხება ისეთ […]

Share Button

დასუფთავების აქცია

წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მიერ 2022-2023 სასწავლო წლისთვის არჩეულ პრიორიტეტულ თემას: გარემოს დაცვა, მე -3 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ფიქრია კვაბზირიძე) დიდი ხალისით გამოეხმაურნენ. 12 ოქტომბერი მათ სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების დღედ აქციეს. დედამიწის პატარა მოამაგეებმა ოთხფეხა მეგობრებთან ერთად მოაგროვეს გიმნაზიის ეზოსა და მის მიმდებარედ არსებული ნარჩენები, გადაარჩიეს პოლიეთილენის ბოთლები და ერთჯერადი პარკები სხვა ნარჩენებისგან და მოათავსეს […]

Share Button
Share Button