დღეს გიმნაზიის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს. გაკვეთილი ორივე კლასში პატარების აციმციმებული თვალებითა და გაცისკროვნებული სახით უჩვეულო იყო და საზეიმო განწყობას ქმნიდა. ისინი ლექსებით მიესალმნენ ათასჯერ ნაფერებ ქართულ ანბანს. ანბანს, რომელსაც გაეცნობიან და შეიყვარებენ, იმეგობრებენ თითოეულ ასო -ბგერასთან და ისინიც თანდათან მთელ სამყაროს გადაუშლიან თვალწინ.ეს მხოლოდ დასაწყისია, ცოდნის ტაძრისაკენ მიმავალი გზის დასაწყისი. წარმატებული , ნაყოფიერი და საინტერეო სასკოლო ცხოვრება, ჩვენო პატარებო.გვინდა, კიდევ ერთხელ გზა დავულოცოთ ყველა პირველკლასელს ცოდნის უკიდეგანო სამყაროში და მადლობა გადავუხადოთ მათ დამრიგებლებს იამზე ჩოგოვაძესა და თამარ ლალიაშვილს გაწეული შრომისთვის.

Share Button