18 მაისს საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ამ დღეს ტრადიციულად წელსაც კოსტიუმირებული მსვლელობით შეუერთდა.
მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები და მასწავლებლები.აღნიშნულ ღონისძიებაზე მათ წარადგინეს რამდენიმე პროზაული და მუსიკალური ნომერი.