ამა წლის 8 მარტს სკოლა-გიმნაზიის მესამე და მეოთხე კლასელთა შორის ჩატარდა ფინალური ვიქტორინა ინგლისურ ენაში. (პედაგოგი ფიქრია ცერცვაძე)(დამრიგებლები: იამზე ჩოგოვაძე, ფიქრია ცერცვაძე)
ვიქტორინა დაიწყო შიდა საკლასო შეჯიბრით, რომელში გამარჯვებული გუნდები შეეჯიბრნენ ერთმანეთს ფინალში.მოსწავლეებმა ხუთ ტურიან შეჯიბრში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. მიუხედავად დამატებითი ტურისა, ორივე გუნდმა თანაბარი, მაქსიმალური ქულა აიღო. საბოლოოდ კი მეგობრობამ გაიმარჯვა.
შედეგების შემოწმებაში აქტიურად ჩაერთო აუდიტორია, რომელმაც ასევე გამოიჩინა თავი სწორი პასუხებით. მონაწილე გუნდებს სერთიფიკატები სკოლა-გიმნაზიის დირექტორის მოადგილემ სასწავლო-ადმინისტრაციულ დარგში ქ. მაია ონიანმა გადასცა და წარმატებები უსურვა ბავშვებს და მასწავლებელს.