წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის ეკო კლუბ” ეკო დაივერების”ინიციატივით და მათი მენტორი მასწავლებლის, ქრისტინა ქუთათელაძის ორგანიზებით და მასწავლებლების, ნინო ზაქარაიას და ნინო დგებუაძის დახმარებით 14 მარტს, მდინარეების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გიმნაზიაში მოეწყო ვიქტორინა, სახელწოდებით: “მსოფლიო მდინარეები”.
ვიქტორინა მიმდინარეობდა kahoot საშუალებით, რაც ამარტივებს შედეგების გამოთვლას და ხდის თამაშს სახალისოს.
აქტივობა საკმაოდ სახალისო და საინტერესო გამოვიდა, კითვები ყოვლისმომცველი იყო და ეხებოდა მსოფლიო მდინარეებს, მათ მნიშვნელობებს, ზეგავლენას და მდენარეობას.
თამაშის ბოლოს გამოვლინდა სამი გაამარჯვებული ჯგუფი, 3 ადგილი ერგო ჯგუფს – “წყალწაღებული” 2 ადგილი ერგო ჯგუფს – “ჩანჩქერი” და პირველი ადგილი ერგო ჯგუფს – “წმინდა წყარო” .
თამაში მეგობრულ გარემოშ მიმდინარეობდა და ასევე გაიმარჯვა მეგობრობამ, თუმცა მიზანი, რაც აქტივობის იყო ცნობიერების ამაღლება და დღევანდელი დღის აღნიშვნა შესრულებულია.