იმერეთის მხარე დასავლეთ საქართველოში მდებარეობს და ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის, იმერეთის ტერიტორიას მოიცავს. იმერეთი უძველესი კულტურის მქონე მხარეა. იგი ასევე ულამაზესი და მრავალფეროვანი ბუნებითაც გამოირჩევა. ძველი კოლხეთის დიდების ნაშთები, ტაძრები, ჩანჩქერები, მისტიური ხვამლის მთა თუ მრავალრიცხოვანი მღვიმეები ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებენ.
მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქ. წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა_გიმნაზიის ეკო კლუბ” ეკო დაივერების”წევრებმა მარიამ შალამბერიძემ და ანასტასია ნიკოლაძემ, მეხუთე კლასის მოსწავლეებთან ერთად,(მასწავლებელი: ნინო დგებუაძე) მოამზადეს კედლის გაზეთი იმერეთის მდინარეებზე.
მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო, მოსწავლეებმა დამოუკიდებლად, ინტერნეტის დახმარებით მოიძიეს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შეაგროვეს შესაბამისი ფოტოები,, ამობეჭდეს და უფროს კლასელების დახმარებით გაზეთი მოამზადეს.
საბოლოოდ კი 20 მარტს მოსწავლეებმა მთელს კლასს წარუდგინეს ნამუშევარი. ისაუბრეს მდინარეების მნიშვნელობაზე და მათი დაცვის აუცილებლობაზე.