,,კაცობრიობის უდიდესი გამოწვევა-კლიმატის ცვლილება”კლიმატის ცვლილების ფენომენი ცნობილი გახდა XX საუკუნის 70-იანი წლებიდან, როცა აღინიშნა მსოფლიო საშუალო წლიური ტემპერატურის მკვეთრი ზრდის ტენდენცია და გახშირებული კლიმატური კატასტროფები.დღეისათვის, უკვე მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კლიმატის ცვლილებას პლანეტის მასშტაბით ნამდვილად აქვს ადგილი.
სათბურის ეფექტის გარეშე დედამიწის ზედაპირი დღევანდელთან შედარებით 30°–ით უფრო ცივი იქნებოდა.კლიმატის ცნების ქვეშ როგორც წესი მოიაზრება ატმოსფეროს ქვედა ფენების ასევე მასთან დაკვშირებულ წყლის ფენებისა და მიწის ზედაპირის საშუალო მდგომარეობა, რომელიც განიხილება დროის შედარებით დიდ მონაკვეთებში (მინიმუმ წელი და მეტი). დათბობის ამჟამინდელი პერიოდი ბევრად სწრაფია, ვიდრე წარსულში. ყურადღება მისაქცევია,ის ფაქტიც,რომ დღევანდელმა ყოფამ პროცესები აშკარად დააჩქარა. წიაღისეულის საწვავის მოხმარებით, სოფლის მეურნეობა და მიწათსარგებლობის სხვა აქტივობები კლიმატის ცვლილებას განაპირობებს. სათბურის აირები ახლა ყველაზე მაღალ დონეზეა, რაც კი ოდესმე ყოფილა.(ნახშირორჟანგი,წყლის ორთქლი, აზოტის ოქსიდი,მეთანი და სხვა.) ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა,თუ როგორ ვლინდება ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს პრობლემა. კლიმატური ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ჯანმრთელობის, სოციალურ და გარემო ფაქტორებზე, როგორიცაა: სუფთა ჰაერი, უსაფრთხო სასმელი წყალი, საკმარისი საკვები და უსაფრთხო საცხოვრებელი. კლიმატის ცვლილების პრობლემის მოგვარება,რომელიც კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, გახდება ყველაზე დიდი მიღწევა მსოფლიოსთვის. თუ კი ახლავე დავიწყებთ და ჩვენი პლანეტის ზედაპირის 4,4 მილიარდ ჰექტარზე ხეებს დავრგავთ, საკმარისი იქნება,იმისათვის,რათა შთანთქას ბოლო ათწლეულებში ადამიანთა საქმიანობის შედეგი!
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ისეთი საკითხი- როგორიცაა პოლიეთილენის გამოყენებაზე უარის თქმა, ნარჩენების სეპარირების ჩვევის გამომუშავება, სოფლად მოსავლის აღების შემდეგ მინდვრების გადაწვის მინიმუმამდე დაყვანა,რაც უსათუოდ შეამცირებს ჰაერის დაბინძურებას.ეს კი ნათლად დაგვანახებს კლიმატის ცვლილების შეჩერებას.ჩვენი საცხოვრებელი გარემოს გაჯანსაღება ხომ თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალი და პასუხისმგებლობაა.
გიმნაზიის ეკო-ჟურნალისტი : მირანდა ჩირგაძე.
#გიმნაზიისეკოკომიტეტი
Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT