კეცხოველის პრემია 2024

კონფერენცია ” მშვიდობა არის გზა სიმშვიდისკენ”

სკოლა – გიმნაზიის ეკო კლუბ ეკოდაივერების: წევრი ანა ხვისტანი მონაწილეობას იღებდა ქალაქ წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ახალგაზრდული ჯგუფის “სოხუმის” პროექტის – ” მშვიდობის დესპანები”, რეგიონალური კონფერენციაში. თემაზე – “მშვიდობა არის გზა სიმშვიდისკენ”. დიდი მადლობა სკოლას ამ შესაძლებლობისათვის და თვითმმართველობის თავჯდომარეს: თამაზ დუნდუას მოწვევისათვის,

Share Button

შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატთან

მ/წ 30 მაისს, წყალტუბოში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და USAID საქართველოს მხარდაჭერით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბავშვთა უფლებების შესახებ, ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, ქალბატონმა ირინე ჩიხლაძემ და USAID საქართველოს წარმომადგენელმა. ღონისძიებაზე ისაუბრეს ბავშვის უფლებების, თავისუფლებებისა და ამ მხრივ, სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობასა და როლზე. ხოლო, ღონისძიების […]

Share Button

საქველმოქმედო აქცია

მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელბის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის ეკო კლუბ, ეკოდაივერების ინიციატივით გიმნაზიის ეზოში მოეწყო მცენარეების გამოფენა გაყივა, რომელსაც ჰქონდა საქველმოქმედო ხასიათი. თვეების განმავლობაში, ეკოდაივერები აგროვებდნენ და ზრდიდნენ პატარა ნერგებს. მათი ძალისხმევა იყო არა მხოლოდ მცენარეების სიყვარულისთვის, არამედ უფრო მაღალი მიზნის გათვალისწინებით. ეს ახალგაზრდა გარემოსდამცველები ფრთხილად უვლიდნენ თითოეულ მცენარეს, იცოდნენ, რომ […]

Share Button

მოსწავლეთა რესპუბლიკური კონფერენცია

წყალტუბოს პირველი საჯარო სკოლის ინიციატივით 29 მაისს, გამართულმა მოსწავლეთა მე-3 რესპუბლიკურმა კონფერენციამ დიდი წარმატება მოიპოვა და შეკრიბა ახალგაზრდები მთელი რეგიონიდან, რათა განეხილათ და შეექმნათ ნათელი მომავალი. ღონისძიება ემსახურებოდა მოსწავლეებს თავიანთი ინოვაციური იდეებისა და პროექტების გასაზიარებლად, . მონაწილეებს შორის იყვნენ სკოლა გიმნაზიის ეკოკომიტეტის წევრები,თაკო დანგაძე და ელენე კვერნაძე. მათ ხაზგასმით აღნიშნეს ეკოკლუბისა და ეკო კომიტეტის მუშაობა […]

Share Button

ჩვენ ვსაუბრობთ ქართულად

12 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში ჩატარდა თემატური კონფერენცია – „ჩვენ ვსაუბრობთ ქართულად“, რომელიც 14 აპრილს – სახელმწიფო ენის დღეს მიეძღვნა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან ერთად ქართული ენის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ეკო კლუბ ეკოდაივერების წევრებმა: მარიამ შვანგირაძემ, მარიამ კორკოტაძემ და ანა ხვისტანმა. კიდევ ერთხელ აღინიშნა ქართული ენის […]

Share Button

ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე

ტუბერკულოზი განკურნებადი ინფექციური დაავადებაა, რომლის დამარცხება შესაძლებელია სწორი მკურნალობით. მიუხედავად ამისა, იგი დღემდე რჩება ინფექციური დაავადებებით სიკვდილიანობის წამყვან მიზეზად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით ტუბერკულოზით ყოველდღიურად ავადდება 30 000 და იღუპება 4 500 ადამიანი.ყოველწლიურად, 24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომლის მიზანი დაავადებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება და სტიგმის დაძლევაა. სწორედ ამ დღესთან […]

Share Button

ტყეების საერთაშორისო დღე

ყოველწლიურად, 21 მარტს, მსოფლიო აღნიშნავს ტყეების საერთაშორისო დღეს, დღე, რომელიც ეძღვნება ცნობიერების ამაღლებას ყველა სახის ტყეებისა და ხეების მნიშვნელობის შესახებ.. ქ. წყალტუბოს წმ.გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა_გიმნაზიის ეკო კლუბ” ეკო დაივერების”წევრების და პატარა გიმნაზიელების (IV კლასი – დამრიგებელი ფიქრია ცერცვაძე) ორგანიზატორობით მოეწყო ტყის დასუფთავების აქცია ამ განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად. ბავშვების მიერ ორგანიზებული ტყის დასუფთავების აქცია […]

Share Button

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება. საერთაშორისო ორგანიზაცია DSI (Down Syndrome International), რომლის წევრიცაა კავშირი „ჩვენი ბავშვები“, ყოველწლიურად განსაზღვრავს მსოფლიო სლოგანებს, ამ სლოგანის გარშემო გაეროს შტაბბინაში ატარებს კონფერენციას და აკეთებს მსოფლიო ვიდეორგოლს. უთვალავი წინდის („Lot`s of […]

Share Button

ამ ბოლო დროს ხეს თუ ჩახუტებიხართ?

 ამ ბოლო დროს ხეს თუ ჩახუტებიხართ? თუ არა, დაფიქრდით ამაზე, იქნებ ღირს.თქვენ, ყველა დანარჩენ ადამიანთან ერთად, სიცოცხლეს მცენარეებსა და იმ სხვა ორგანიზმებს უნდა უმადლოდეთ, რომლებიც სინათლეს შთანთქავენ. მეტიც, დედამიწაზე სიცოცხლის დიდი ნაწილი სწორედ იმის წყალობით არსებობს, რომ მზე მუდმივად აწვდის ენერგიას ეკოსისტემებს.ყველა ორგანიზმს, ადამიანების ჩათვლით, ენერგია სჭირდება მეტაბოლური რეაქციების წარსამართავად, რათა გაიზარდოს, განვითარდეს და გამრავლდეს, […]

Share Button

იმერეთის მდინარეები

იმერეთის მხარე დასავლეთ საქართველოში მდებარეობს და ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის, იმერეთის ტერიტორიას მოიცავს. იმერეთი უძველესი კულტურის მქონე მხარეა. იგი ასევე ულამაზესი და მრავალფეროვანი ბუნებითაც გამოირჩევა. ძველი კოლხეთის დიდების ნაშთები, ტაძრები, ჩანჩქერები, მისტიური ხვამლის მთა თუ მრავალრიცხოვანი მღვიმეები ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებენ. მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქ. წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა_გიმნაზიის ეკო კლუბ” ეკო დაივერების”წევრებმა […]

Share Button
Share Button